„25 წლის ბიჭმა 37 წლის კაცი მოკლა...“ - ცნობილია, ისანში მომხდარი მკვლელობის საქმის განაჩენი
1750270256
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
აღმოსავლეთ სლოვენიის კოჰეზიის რეგიონის ქალაქ მარიბორში, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) გენერალურ ასამბლეასა და ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ერა-ს წევრი 100-ზე მეტი ევროპული რეგიონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასამბლეის ახალ პრეზიდენტად - ლუკას მანდლი აირჩიეს.
მან ამ თანამდებობაზე ალბერტ კასტელანოს მადუელი შეცვალა. გენერალური ასამბლეისა და ბიუროს სხდომის გარდა, 17-19 ივნისს, მარიბორშივე გაიმართა ერა-ს 40 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული მაღალი დონის პოლიტიკური კონფერენცია, რომელიც ევროპის რეგიონთა მდგრადი განვითარებისა და მმართველობის ინოვაციურ საკითხებს დაეთმო. დავით ბაციკაძე, ასამბლეის ისტორიაში, პირველი ქართველია, ვინც ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრის ამ საპატიო თანამდებობაზე პირველი ვადით არჩევის საკითხი ესპანეთში, ბარსელონაში 2023 წლის ივნისის ბოლოს გამართულ ერა-ს ბიუროს სხდომასა და გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა. ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER) 1985 წელს დაარსდა და წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს დამოუკიდებელ რეგიონულ ხელისუფლებათა ქსელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1997 წლიდან ევროპის რეგიონთა ასამბლეის სრულუფლებიანი წევრია. გაწევრიანების შემდეგ რეგიონმა ისარგებლა ორგანიზაციის არაერთი პროგრამით.