დანიელ ტობლერი: კომპანია GEOTEST-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების მასშტაბური კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს და შეუძლია, დაიწყოს რისკების მართვა

დანიელ ტობლერი

კომპანია GEOTEST-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების მასშტაბური კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს და შეუძლია, დაიწყოს რისკების მართვა, - განაცხადა შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის ექსპერტმა დანიელ ტობლერმა.

როგორც დანიელ ტობლერმა აღნიშნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შესწავლილი იქნა პერიგლაციალური სივრცეები.

„ვიცით, რა რისკებს შეიძლება მოიცავდეს ეს პროცესები. ახლა მთავრობას შეუძლია, დაიწყოს არსებული რისკების შემცირება, მოახდინოს ახალი რისკების თავიდან აცილება და მათი ეტაპობრივი შემცირება იმ ეტაპამდე, ვიდრე ის ქვეყნისთვის მისაღებ დონეს არ მიაღწევს“, - განაცხადა დანიელ ტობლერმა.