ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
მამუკა ხაზარაძის ოჯახის მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესაძლო თავიდან არიდების შესახებ განცხადებაც დღეს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, საქმე ეხება ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაში არსებული სახლის, გერმანიის ელჩის მიერ ქირავნობას. იხდის თუ არა ოჯახი საშემოსავლო გადასახადს - კითხვაზე კონკრეტული პასუხი რამდენიმე დღეა არ არსებობს.
"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის, სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
საკითხზე თავად მამუკა ხაზარაძეს ან ოჯახის წევრებს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებიათ. როგორც ადვოკატებმა "კურიერს" რამდენიმე დღის წინ განუცხადეს, გაარკვევენ იხდის თუ არა "ლელოს" ლიდერი საშემოსავლო გადასახადს. პარტიაში კი, ორი დღის წინ განაცხადეს, რომ თბილისის ცენტრში მამუკა ხაზარაძის მეუღლის სახელზე გაფორმებული ქონება გერმანიის ელჩს კანონის დაცვით მიაქირავეს.