„ერთხელ ვაკოცე, მეორედ და მესამედაც“ - პარანოიდი მეცნიერის ამბავი, რომელიც მოპარულ ცხედრებთან ცხოვრობდა - ის სასამართლომ შეურაცხადად ცნო

მეცნიერის მიერ თოჯინებად ქცეული ცხედრების ისტორია

2011 წელს რუსეთი, შოკისმომგვრელმა ამბავმა აალაპარაკა. პროფესორი და ლინგვისტი ანატოლი მოსკვინი დააკავეს 25 მუმიფიცირებული გვამის გამო, რომლებიც მის სახლში აღმოაჩინეს.

ანატოლი მოსკვინის ისტორია

ანატოლი მოსკვინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ნიჟნი ნოვგოროდის ენათმეცნიერების უნივერსიტეტში კელტოლოგიას ასწავლიდა. ის პროფესიონალურად იყო დაკავებული ნეკროპოლისტიკით და დაწერა რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატია, რომელიც სასაფლოების ისტორიას ეძღვნებოდა.

კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება განათლებისა და მეცნიერების სამსახურში ატარებდა, თურმე უცნაური საქმიანობით იყო დაკავებული: ის ღამით საფლავებს თხრიდა და გვამებს იღებდა.

როდესაც ქალაქში საფლავების რეგულარულად ამოთხრის ამბავი გავრცელდა და გამოძიება დაიწყო, მეცნიერი ეჭვიტანილთა სიაში არც კი ყოფილა. მაგრამ ერთ-ერთი გოგონას ცხედრის ამოთხრისას „ჩავარდა“, როდესაც მას ქუჩის ძაღლი დაესხა თავს.

მოსკვინის სახლის ჩხრეკის დროს ნანახმა ვითარებამ სამართალდამცველები შეაშფოთა. სახლში ადამიანის სიმაღლის 25 უცნაური „თოჯინა“ ინახებოდა. ცხედრების ასაკი 3-დან 11 წლამდე იყო.

ბავშვების ცხედრებისგან თოჯინების შექმნას მოსკვინი „შემოქმედებითად“ უდგებოდა და მათი „სრულყოფილებისთვის“ მათ სხეულში ჩვეულებრივი თოჯინებიდან ან მუსიკალური ზარდახშებიდან ამოღებულ მუსიკალურ მექანიზმებს ამონტაჟებდა. მუმიებთან შეხებისას ისინი სიმღერას ან სხვადასხვა ხმების გამოცემას „იწყებდნენ“.

მოსკვინი საფლავებიდან ნაკლებ დაზიანებულ ცხედრებს იღებდა მათ ამუმიავებდა, მაკიაჟს უკეთებდა და სხვადასხვა ტანსაცმელს აცმევდა. 

მოსკვინი აღიარებდა, რომ ბავშვობაში თავადაც იყო მსხვერპლი ოჯახური ძალადობისა და სოციალური იზოლაციის, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

მოსკვინი იმედოვნებდა, რომ მუმიების დამუშავებით მოახერხებდა გარდაცვლილთა სულების დაბრუნებას და მათ „სახლში დაბრუნებას“. ასევე, მისი თქმით, ეს გახლდათ მცდელობა გარდაცვლილთა პატივისცემისა და დაუსრულებელი სულიერი კავშირის შენარჩუნების.

„ერთხელ ვაკოცე, მეორედ და მესამედაც“,- ამბობდა მოსკვინი ერთ-ერთი „თოჯინის„ შესახებ, რომელიც 11 წლის გოგონას სხეულიდან იყო შექმნილი.

მისი ქმედებები სამეცნიერო ინტერესით იყო გაჯერებული

დაპატიმრების შემდეგ მოსკვინი ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო და მას იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს.