ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან - კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით 2017 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს აცნობს.

როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.

„ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან. ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას, თუ რას ვაკეთებთ და რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ცხადია, არც იმაზე გვიჭირს საუბარი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დედაქალაქი და რა პრობლემები გააჩნია. რა თქმა უნდა, გამოწვევებს და პრობლემებს არ გავურბივართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, დარგის ექსპერტები ესწრებიან.