ჩვენი სამთავრობო, პრაგმატული, სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე მჯერა, რომ იდეა რისთვისაც ამ ადამიანებმა თავი მიუძღვნეს სამშობლოს, აუცილებლად აღსრულდება და შევძლებთ აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, ერთიან საქართველოში თანაცხოვრებას - გიორგი ჯინჭარაძე

გიორგი ჯინჭარაძე

14 აგვისტოს ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, დაღუპული გმირების მისია აუცილებლად აღსრულდება და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, აფხაზ თანამემამულეებთან ერთად ერთიან საქართველოში თანაცხოვრება შესაძლებელი გახდება.

"მათი სახელი მარადიულია და კიდევ ბევრ თაობას გაზრდის ღირსეულად. ჩვენ ამის გვჯერა, ჩვენ ამის გვწამს. სწორედ ჩვენი სამთავრობო, პრაგმატული, სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე, მჯერა, რომ ეს იდეა და მისია, რისთვისაც ამ ადამიანებმა თავი მიუძღვნეს საკუთარ სამშობლოს, აუცილებლად იქნება აღსრულებული და ჩვენ შევძლებთ აფხაზ თანამემამულეებთან ერთად ერთიან საქართველოში თანაცხოვრებას," - აცხადებს გიორგი ჯინჭარაძე.