„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
"სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია ძალიან სწრაფად ვითარდება და საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და გახდეს ერთგვარი ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბი იმისთვის, რომ ის იყოს წამყვანი ძალა ამ ახალ ტენდენციებში," - ამის შესახებ "ფორსაითის" დირექტორის მოადგილემ, რატი მორჩილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კუთხით "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის ფარგლებში მიმდინარე ფინანსური სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
"აქედან გამომდინარე, ეს ღონისძიება, რომელიც გუშინ დაიწყო და დღეს გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო დელეგატი აქ ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორ ვითარდება ჩვენთან ეკონომიკა და სხვადასხვა დარგი," - აცხადებს რატი მორჩილაძე.