ჩვენი მომხრეები იყვნენ შანტაჟის, ტერორის ქვეშ, ზოგს ციხეში ჰყავდა ოჯახის წევრები, მეც მათ შორის და ჩვენ რეალურად, რომ იტყვიან სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ვიყავით, მაგრამ ეს იყო გააზრებული ბრძოლა - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოდა.

„პრაქტიკულად ადამიანს სუნთქვის საშუალება არ ჰქონდა. მე ძალიან კარგად მახსოვს, ბევრჯერ გვიფიქრია მაშინ, წარმოუდგენელი იყო ასეთ ვითარებაში გაგრძელება. ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ ეს მჩაგვრელი, უსამართლო რეჟიმი შეიძლება ერთ დღეს დასრულებულიყო. ძალიან დიდი რისკი იყო. მახსოვს კარგად, რომ ჩვენი მომხრეები იყვნენ შანტაჟის, ტერორის ქვეშ, ზოგს ციხეში ჰყავდა ოჯახის წევრები, მეც მათ შორის, ოჯახის წევრი მყავდა ციხეში და ჩვენ რეალურად, რომ იტყვიან სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ვიყავით, მაგრამ ეს იყო გააზრებული ბრძოლა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.