„25 წლის ბიჭმა 37 წლის კაცი მოკლა...“ - ცნობილია, ისანში მომხდარი მკვლელობის საქმის განაჩენი
1750270256
ჩვენ ვხედავთ, რომ რასა იუკნევიჩიანეს ვეღარაფერს გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და სტალინთან დაკავშირებით ისტორია და სტალინის ზიზღს გადააყოლა მთელი ერი. აქედან გამომდინარე, მას ვერაფერს ავუხსნით, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დეპუტატების მიერ გამართულ პერფორმანსს, რომლებიც პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით მმართველი გუნდის გეგმებზეც ისაუბრა.
„ჩვენი ამოცანა არის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვეძიოთ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ძლიერდებიან და ველაპარაკოთ მოქალაქეებს და ვაჩვენოთ, თუ რა სამარცხვინო გზაზე დგას ზოგიერთი ხელისუფლება, თუ ბრიუსელის ზოგიერთი ინსტიტუტი, რომ თავად ევროკავშირის მოქალაქეებმა მოსთხოვონ პასუხი იმ ფულის ხარჯვაში, რომელიც მიედინება პროპაგანდის, ძალადობის, სიძულვილის და ზიზღის დათესვაში ქართულ საზოგადოებაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს ავუხსნათ ეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.