1791316484
ჩვენ მზად ვართ ღიად ვიმსჯელოთ ყველა თემაზე, როგორც დადებით დინამიკაზე, ისე იმ უარყოფით გავლენებზე, რომელსაც ესა თუ ის გადაწყვეტილება ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე - ნიკოლოზ სამხარაძე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ტანზანიაში მიმდინარე ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. მხარეები განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთქმედებასა და ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას.
"გვექნება შეხვედრები ევროპის, აზიისა და აფრიკის, აგრეთვე წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლებთან. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და სხვა აქტუალური საკითხები; გარდა ამისა, აზიის სხვა ქვეყნებთან ვისაუბრებთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე.
ბუნებრივია, სწორედ ეს თემები იქნება ორმხრივი შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები. ჩვენ მზად ვართ ღიად ვიმსჯელოთ ყველა თემაზე - როგორც დადებით დინამიკაზე, ისე იმ უარყოფით გავლენებზე, რომელსაც ესა თუ ის გადაწყვეტილება ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. შესაბამისად, მზად ვართ მოსასმენად ნებისმიერი კრიტიკული პუნქტისა და საჭიროებისამებრ ჩვენც გავაკეთებთ კრიტიკულ განცხადებებს. ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ეს საერთაშორისო ურთიერთობების ჩვეულებრივი ნორმაა", - აცხადებს სამხარაძე.











