ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი, რომელი ურთიერთობაც ამას ხელს შეუშლის, არცერთი არ იქნება დაშვებული - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რომელი ურთიერთობაც ამას ხელს შეუშლის, არცერთი არ იქნება დაშვებული.

"კიდევ ერთხელ, სხვა ქვეყნები საქართველოსთან მიმართებით რას შეისწავლიან, მათი საქმეა. შეისწავლონ რაც და როგორც უნდათ. ჩვენ მათ ანალიზსა და კვლევა-ძიებაში ვერ ჩავერევით, მათი მთლიანი უფლებაა ისევე, როგორც ჩვენ ვსწავლობთ თუ რა ინტერესები აქვს სხვა ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებით.

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი. რომელი ურთიერთობაც ამას ხელს შეუშლის, არცერთი არ იქნება დაშვებული. როგორც კი დავინახავთ ჩვენ, რომ არის მოწოდება ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მთლიანობის აღდგენას, მაგალითად როდესაც გვიბიძგებენ რუსეთთან ესკალაციაზე, ბრიუსელი, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ბრიუსელის ხათრით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ნამდვილად ვერ ავყვებით. ბრიუსელს ნაკლებად ადარდებს საქართველოს მომავალი და ამიტომ, ჩვენ მათი დღის წესრიგით არ უნდა ვიმოქმედოთ.

შესაბამისად, სადაც არის ჩვენი ინტერესები, მზად ვართ ამ ურთიერთობაზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.