„ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს...“ - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1750361890
სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
საგამოძიებო ორგანოში დღეს ჩორჩანას მცხოვრები მალხაზ ლომიძე და სოფელ წაღვლის მკვიდრი – თამაზ ლომიძე იკითხებიან.
როგორც თამაზ ლომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნამდე ოკუპანტების მხრიდან საშიშროება არ ყოფილა.
„ოკუპანტების მხრიდან საშიშროება არ ყოფილა. სოფელი, ხალხი ტყით სარგებლობდა, ღორღი იყო, ფერადი, წითელი ღორღი. მათი მხრიდან საშიშიროება არ ყოფილა. ამით ვსარგებლობდით და საშიშროება არაფერი იყო. არ ამოდიოდნენ ოკუპანტები. ჩორჩანაში ჩვენი ჯარი რომ შევიდა, მერე ამოვიდნენ სოფელ წაღვლში. ტყეა 400 ჰექტარი, შემოვიდნენ 1,5 კილომეტრით და დადგეს საგუშაგო, დროშები. ჩვენი ხალხი აღარ ჩადის, დაიკარგა ტყე. ტყეს სხვადასხვა დანშნულებით ვიყენებდით, მათ შორის, საძოვრებისთვისაც“, – განაცხადა თამაზ ლომიძემ.
საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.