„ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ“ - პრემიერი

პრემიერი

ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მან სურსათზე ფასების დარეგულირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი ფასები შემცირდეს და დარეგულირდეს, რის შედეგადაც ინფლაციაც შემცირდება.

დასავლურ სამყაროში ეს წესები დარეგულირებულია, ამიტომ ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. რა თქმა უნდა, პარალელურად, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ იმპორტიორებთან, ასევე, დიდი ქსელების წარმომადგენლებთან და პარალელურად ჩვენ ამ კანონპროექტს წარვუდგენთ პარლამენტს. პარლამენტმა დაადასტურა, რომ მათი მზაობა იქნება და მხარს დაგვიჭერს, რომ ეს ევროდირექტივა, ეს რეგულაციები ჩვენც შემოვიღოთ. სხვაგვარად, ჩვენი მხრიდან ჩარევები უხეში იქნება. გამოვნახეთ გზა, ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ამით რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება. იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე ექნება „რითეილს“ თავისი განსაზღვრული წესები. ესაა გამოსავალი, რაც ამ მოკლე, ორკვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს. არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობას და ხალხზე აისახება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.