სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
შტატები ზომებს მიიღებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებსაც "მოსწონთ, ამართლებენ ან გულგრილად უყურებენ" ჩარლი კირკის მკვლელობას. სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულება საკონსულოებს უკვე გადაუგზავნა.
სახდეპის პრეს-სპიკერის განცხადებით, შტატებმა ვიზები არ უნდა მისცეს იმ პირებს, რომლებიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, დასაგმობია ფაშიზმში გადაზრდილი ზიზღი და სიძულვილი, რომელსაც დიდი ხანია უკვე აღვივებენ საქართველოში და კონკრეტული აქტორები ემსახურებიან ამ ყველაფერს.
"ჩარლი კირკის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ ბოროტმოქმედების სახე, რომლებსაც ქვეყნის გარეთაც ჰყავთ თავისი მიმდევრები და ქვეყნის შიგნითაც. ჩვენ ვნახეთ სოროსის და სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ხარობდნენ ამ მკვლელობით და ამართლებდნენ და სხვადასხვა ფაქტები მოჰყავდათ ამის გამართლებისთვის. რა თქმა უნდა, დასაგმობია ეს ზიზღი და სიძულვილი, ფაშიზმში გადაზრდილი ზიზღი და სიძულვილი, რომელსაც დიდი ხანია უკვე აღვივებენ საქართველოში და კონკრეტული აქტორები ემსახურებიან ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა სწორედ საერთაშორისო საზოგადოებისგან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ველოდებით ამ ყველაფრის დაგმობას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მკაცრი ზომების გატარება მათ მიმართ, ვინც გახარებულები ეხმაურებოდნენ კირკის მკვლელობას", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093