კახა კალაძის საარჩევნო პლაკატის დაზიანების ბრალდებით დაკავებული მეგი დიასამიძისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოითხოვს

შენობა

კახა კალაძის საარჩევნო პლაკატის დაზიანების ბრალდებით დაკავებული მეგი დიასამიძისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს დააკავეს. შსს-მა საქმე აღძრა სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას შიდა პატიმრობას ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.