ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: თითოეული მოქალაქის ინტერესი იქნება გათვალისწინებული, ყველა ინიციატივა საზოგადოების მაღალი ჩართულობით განხორციელდება. ჩვენი მიზანია, ბორჯომი იყოს მოქალაქეებზე ორიენტირებული ქალაქი

მამუკა გელაშვილი

აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს, მაღალმთიანი სოფლების: საკირის, ტაძრისისა და დგვარის მცხოვრებლებს შევხვდი, - აცხადებს „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი.

მერობის კანდიდატის თქმით, მუნიციპალიტეტში თითოეული მოქალაქის ინტერესი იქნება გათვალისწინებული და ყველა ინიციატივა საზოგადოების მაღალი ჩართულობით განხორციელდება.

მისი მიზანია, ბორჯომი იყოს მოქალაქეებზე ორიენტირებული ქალაქი, სადაც თითოეული მოქალაქე დაინახავს პერსპექტივებს და იგრძნობს უკეთესობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„შეხვედრაზე მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილთან, მერის მოადგილე, გიორგი ტაბატაძესთან და ტაძრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარობის კანდიდატ თამაზ ჩუტკერაშვილთან ერთად, გავაცანი კონკრეტული გეგმები, თუ როგორ გავხადოთ ბორჯომი კიდევ უფრო მეტად განვითარებული და წარმატებული მუნიციპალიტეტი.

შეხვედრაზე მოსულ ადამიანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე და სამომავლო გეგმები გავაცანი. ვისაუბრე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ბორჯომის კიდევ უფრო განვითარება.

მუნიციპალიტეტში თითოეული მოქალაქის ინტერესი იქნება გათვალისწინებული და ყველა ინიციატივა საზოგადოების მაღალი ჩართულობით განხორციელდება.

ჩვენი მიზანია, ბორჯომი იყოს მოქალაქეებზე ორიენტირებული ქალაქი, სადაც თითოეული მოქალაქე დაინახავს პერსპექტივებს და იგრძნობს უკეთესობას ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - წერს მამუკა გელაშვილი.