ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ

ბიზინა გიორგობიანი

ისევ ერთად შეჯგუფებული და ერთმანეთთან დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ მიზანია დააზიანონ ის ურთიერთობები, რაც საქართველოს აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან აქვს.

„მათი სურვილია, რომ დააზიანონ საქართველოს ურთიერთობა აშშ-სთან, სხვა ქვეყნებთან, ევროკავშირთან და იცით თქვენ როგორ მუშაობენ მათი ლობისტები ბრიუსელში. ამიტომ ეს არ არის არც პირველი და სამწუხაროდ, ალბათ, არც უკანასკნელი“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს. პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორს ურთიერთობებზე. ნეიტრალურ საქართველოში აცხადებენ, რომ ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მათთვის მიუღებელია.