GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1768833675
გლდანის რაიონში, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გზები იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი, - წერს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, გზების გაწმენდის სამუშაოებში აქტიურად ჩართულნი არიან გამგეობის კონტრაქტორი კომპანიებიც, რომლებიც სპეციალური ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.
„გლდანის რაიონში, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გზები იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. ამასთან, გზების გაწმენდის სამუშაოებში აქტიურად ჩართულნი არიან გამგეობის კონტრაქტორი კომპანიებიც, რომლებიც სპეციალური ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.
შემოერთებულ ტერიტორიებზე, მათ შორის მუხიანის აგარაკებზე,ასევე,გაზების დასახლებაში გზების გაწმენდის პროცესს ადგილზე გავეცანი.
გამგეობის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს, აქვთ კომუნიკაცია მოქალაქეებთან და ყველა შესაბამის სამსახურებთან“, - წერს ბესიკ კალაძე.