დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს - ბელარუსის საგარეო უწყება

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, რუსლან ვარანკოვის განცხადებით, ბელარუსმა მიიღო დონალდ ტრამპის პირადი მიმართვა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი.

„ღაზაში ვითარების მოგვარების კონტექსტში, ბელარუსს სთავაზობენ, გახდეს „მშვიდობის საბჭოს“, ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ძალიან ვაფასებთ, რომ ამერიკული მხარე ბელარუსს აღიქვამს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც მზადაა, აიღოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობის პასუხისმგებლობა. ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ წინადადებას, როგორც ბელარუსის ლიდერის პირადი მიღწევების აღიარებას. წინადადება გადაეცა ბელარუსის პრეზიდენტს და მან ის დადებითად მიიღო. ჩვენი პოზიცია ასეთია: მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა „მშვიდობის საბჭოს“ საქმიანობაში და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ორგანიზაცია გააფართოებს თავის მოქმედების არეალს, უფლებამოსილებებს შემოთავაზებული მანდატის მიღმა. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას, რომელსაც ბელარუსი ბოლო წლებში აქტიურად უჭერდა მხარს“, – აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე,  კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დიპლომატიური არხებით აშშ-ისგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მიწვევა მიიღო.