„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც სხდომაზე იმსჯელებენ, ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უკვე ორჯერ მიიღეს უარყოფითი გადაწყვეტილება და მაქსიმალურად მისცეს შანსი ოპოზიციას, რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსულიყვნენ.
საქართველოს პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.