აუცილებელია მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების დაშლა, რომელიც პირდაპირ აისახება ფასების ზრდაზე - გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე

 სამთავრობო კომისია ფასნამატების რეგულირების მიზნით მუშაობას განაგრძობს. საკითხს ეხმაურებიან ოპოზიციურ სპექტრშიც. მათი განცხადებით, ფასების რეგულირება გადასახადების შემცირებით და კარტელური გარიგებების აღმოფხვრით უნდა დაიწყოს.

"თუ მათ სურთ პროდუქტებზე ფასების შემცირება, მაშინ აუცილებელია დღგ-ის, ანუ გადასახადების შემცირება, კორუფციის აღმოფხვრა და მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების დაშლა, რომელიც პირდაპირ აისახება ფასების ზრდაზე," - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე.