წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
"ქართული ოცნება " განათლების რეფორმის ცვლილებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებას გეგმავს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, ცვილების მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა.
"არც პროფესურის, არც სტუდენტების შემცირება არ იგეგმება. ეს არის მიმართული გაძლიერებაზე. მიზანი და გამომწვევი მიზეზი არის ხარისხის გაუმჯობესება.
ერთი ფაკულტეტი/ერთი ქალაქის პრინციპი შესაბამისობაშია იმისათვის, რომ იყოს ერთი ძირითადი უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს როგორც ტექნიკური მიმართულება, ასევე ჰუმანიტარული", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.