1692302192
არსებული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას უწყებაში ადასტურებენ.
ხმალაძე, რომელიც პროფესიით იურისტია, აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.












