Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
როგორ წარმოუდგენია "ნეიტრალურ საქართველოს" ნეიტრალიტეტი რეალობაში - ამ საკითხზე, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები", პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ნეიტრალიტეტი ისეთი პოლიტიკური პლატფორმაა, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ სახელმწიფო უნდა იყოს პროგნოზირებადი. მისივე განცხადებით, ნეიტრალიტეტს ძალიან მრავალფეროვანი სპექტრი აქვს:
"ნეიტრალიტეტს ძალიან მრავალფეროვანი სპექტრი აქვს: შეიარაღების გარეშე ნეიტრალიტეტი, მიუმხრობელი სახელმწიფო, სიტუაციური ნეიტრალიტეტი და ა.შ. ფაქტობრივად, საქართველო ბოლო 4 წლის განმავლობაში სიტუაციური ნეიტრალიტეტის პოზიციაზეა. ნეიტრალიტეტი არ არის ჯადოსნური სიტყვა, მთელი მსოფლიო არ აღიარებს იმ დღესვე, რომ რადგან შენ ნეიტრალიტეტი გამოაცხადე, ყველა ვაღიარებთ, რომ შენ ხარ ნეიტრალური და ყველა გარანტად დაგიდგებით, რომ იმ სახელმწიფოს რამე არ დაემართება.
არსებობს ისეთი ნეიტრალური ქვეყნები, რომელსაც თავისი სარეზერვო სისტემა აქვს, თავისი არმია ჰყავს, თავისი შეიარაღებული ძალები ჰყავს და მძლავრი ეკონომიკა აქვს. ეს არ არის ისეთი სიტყვა, რაღაც კაპიტულანტური განწყობა შეშინებული ხალხისა და შეშინებული ქვეყნის, რომელსაც სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მას აგრესორები სთხოვენ, დავუშვათ, როგორც უკრაინას.
ნეიტრალიტეტი ისეთი პოლიტიკური პლატფორმაა, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ სახელმწიფო უნდა იყოს პროგნოზირებადი. სახელმწიფოს რეაქცია მაგალითად მიმდინარე ომებზე, პოტენციურ კონფლიქტებზე, ეკონომიკურ ბლოკებთან კავშირზე, თავის საგარეო ვაჭრობაზე თუ შიდა სოციალური პირობების მოწყობასა და ურთიერთობებზე სახელმწიფოს შიგნით. ეს რომ პროგნოზირებადი იყოს, ამისთვის აუცილებელია საქართველოს გააჩნდეს გამოკვეთილი სტრატეგიული მიზანი, რომელიც ემყარება 18 წლის წინ მიღებულ შედეგს, ფაქტობრივად წინა საომარ პერიოდში მყოფ საქართველოს შიგნით პრეზიდენტის გაყალბებულ არჩევნებთან ერთად ჩატარებულ პლებისციტს და ხელისუფლების გაუთავებელ აპელირებას იმაზე, რომ 80% უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს და ნატოში შესვლას 80% - ეს არის 18 წლის წინანდელი განწყობები, რომელსაც რეფერენდუმის და რაიმე საკანონმდებლო ძალა არ აქვს. ეს ჩატარებული გამოკითხვები ტარდება ევროკავშირისგან გამოყოფილი გრანტებით, მათ მიერვე ამორჩეული ორგანიზაციებით,"- აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568