არის რაღაც პროცესი, რომელსაც სჭირდება კაპიტულაცია. კაპიტულაცია შეიძლება იყოს იურიდიული, შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, რაც დღეს მოხდა, ეს არის რეალურად ფსიქოლოგიური კაპიტულაცია - ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

„არის რაღაც პროცესი, რომელსაც სჭირდება კაპიტულაცია. კაპიტულაცია შეიძლება იყოს იურიდიული, შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური”, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა.

მისივე თქმით, რაც დღეს მოხდა, ეს არის რეალურად ფსიქოლოგიური კაპიტულაცია.

„შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მართლაც დასრულდა. ხანდახან არის, რომ პროცესი დასრულებულია, მაგრამ მაინც გრძელდება და რატომ ხდება ასე. მოდით წარმოვიდგინოთ გარეშე მაყურებელი, დამკვირვებელი, რომელიც რაღაც ისტორიულ მოვლენას აკვირდება. ავიღოთ ის მოვლენა, რომელიც დაიწყო შარშან სადღაც ოქტომბერ-ნოემბერში, შემდეგ დეკემბერ-იანვარში გაგრძელდა. აშკარად ჩანდა, რომ ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გრძელდებოდა ქმედებები, ეს 310 დღე. თუ გარეშე მაყურებელი ხარ ხედავ, რომ მოქმედება უსაზრისოა, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც, ის, რასაც გენიალური ლევ ტოლსტოი უწოდებდა ცდომილების ენერგიას.

აი, რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, როგორც წესი, დგება რაღაც მომენტი, როგორც საავადმყოფოშია, კრიზისი, როცა შენ ხედავ, რომ მორჩა. ავადმყოფობა უკვე შეუქცევადია. რაღაც დასრულდა და უკვე შეიძლება ან კრიზისი, ან საბოლოო ლეტალური შედეგი.

არის რაღაც პროცესი, რომელსაც სჭირდება კაპიტულაცია. კაპიტულაცია შეიძლება იყოს იურიდიული, შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური. რაც დღეს მოხდა, ეს არის რეალურად ფსიქოლოგიური კაპიტულაცია”, - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.