არჩილ გორდულაძე: საქართველოს ისტორიის წინაშე იმდენად დიდია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაშაული, რომ მის გადასაფარად არაერთ ტყუილს იგონებენ, გარედან დავალებებით სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ

არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, იმდენად დიდია საქართველოს ისტორიის წინაშე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაშაული, რომ მის გადასაფარად არაერთ ტყუილს იგონებენ და საკუთარ განცხადებებში ირევიან.

„გვახსოვს სამხედრო პირის განცხადება, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონსტიტუციური მმართველობა უნდა აღდგეს. მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადების გამო მას შეურაცხყოფა მიაყენა. მათი საომარი რიტორიკა და მოღალატეობრივი ქმედებებიც გვახსოვს. მიზანმიმართულია მათი განცხადებები, რომ საკუთარი თავი გადაირჩინონ და სისხლიანი რეჟიმი, „ნაცმოძრაობა“ გაათეთრონ.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ ეს რეჟიმი მწამებლურია. მათი ყველაზე დიდი დანაშაული აგვისტოს ომი და ომის პერიპეტიებია, მათ შორის კოდორის ხეობისთვის სახელის გადარქმევა და ა.შ. გვახსოვს უშიშროების საბჭოს სხდომა, როგორ იცინოდნენ იმ მოვლენებზე, რაც ხდებოდა ქვეყანაში. აი, ასეთი ღლიცინით, არასერიოზული დამოკიდებულებით და გარედან მიღებული დავალებებით სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ და აგრძელებენ ბრძოლას ნაცმოღალატეები, რომელთა მიზანი, ჯიბის გასქელებისა და პოლიტიკური დივიდენდების მიღებასთან ერთად, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.