რომელი ზეთია შესაწვავად საუკეთესო და რა ნიშნები მიუთითებს, რომ პროდუქტი გაფუჭებულია
1787517529
25–29 აგვისტოს ქალაქი სიღნაღი რიგით IV საერთაშორისო არტ ფესტივალს უმასპინძლებს.
6 დღის განმავლობაში სიღნაღი ქართველი და უცხოელი ფერმწერების, ასევე სკულპტორების საერთაშორისო შეხვედრისა და შემოქმედებითი პროცესის სივრცედ
გადაიქცევა.
კონკურსის მონაწილეები ადგილზე შექმნიან თავიანთ ნამუშევრებს.
ფესტივალს ტრადიციულად კონკურსის სახე ექნება. 29 აგვისტოს, ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს.
ფესტივალი ხელს შეუწყობს კულტურათა შორის დიალოგს, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბებას.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.