„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
1792569779
„რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმაში, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოზიციის წარდგენისას.
კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.
გორდულაძის თქმით, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ, ფაქტი ერთია, რომელიც არის ჯიუტი - დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით, მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა.
„რეალურად, კომისიის დასკვნაში მითითებულია არაერთი მტკიცებულება, რომელიც არის ან საჯაროდ და საქვეყნოდ ცნობილი ფაქტი, ან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ან საქართველოს საერთო სასამართლოების სხვადასხვა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, განაჩენები. რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და არა დასკვნის, ზოგადად შინაარსთან, რომელიც მთლიანად ამ ფაქტებს მოიცავს და სხვადასხვა პარაგრაფში მიუთითებს“, - აღნიშნა მან.