პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
ცდილობენ, როგორმე, „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ, მაგრამ არ გამოსდით, რადგან უკვე ათჯერ სახელოვნად დამარცხდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით „ოპოზიციის ალიანსის“ წევრები საქართველოს დასაზიანებლად მოქმედებენ.
„ეს ალიანსი არაფერია, თუ არა ძველი „ნაცების“ გაერთიანება, სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიასი. ეს ადამიანები ამ ქვეყნის დასაზიანებლად და სამტროდ მოქმედებენ, ამ ყველაფერს 2003 წლიდან დღემდე აკეთებენ. მათთვის მთავარია, რაც უფრო მაღალი თანამდებობა დაიკავონ და მეტი პრივილეგია ჰქონდეთ. ამის შემდეგ კი, ისევ ბიზნესის დატერორებას დაიწყებენ და ადამიანებს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას არ მისცემენ. ისევ თავიანთი პატრონების დავალებებს ასრულებენ. ცდილობენ, როგორმე, „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ, მაგრამ არ გამოსდით, რადგან უკვე ათჯერ სახელოვნად დამარცხდნენ“, – განაცხადა გორდულაძემ.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051