დაკავებული ქალის შვილი მიმართვას ავრცელებს - ქალი გირაოსთვის ფულს აგროვებს
1756726609
მოლოდინი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, რაც კონკრეტულ ნაბიჯებზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთთანასწორობის პრინციპზე იქნება დამყარებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე, რომლითაც ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა.
„სამწუხაროდ, „დიფ სთეითს“ განსაკუთრებული აქცენტი აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რადგან ჩვენ არ ვასრულებთ იმ დავალებას, რომლის მოცემის მცდელობა იყო „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების თუ მისი საცეცების, წანაზარდების მხრიდან. ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი როდესაც ვსაუბრობთ, რომ „დიფ სთეითის“ მიმართ ბრძოლაა გამოცხადებული, ამაში წარმატებას ვუსურვებთ, მაგრამ ეს წარმატება ვერ იქნება ხორცშესხმული, ვიდრე საქართველოზე ზეწოლა, ქართველი ხალხის შანტაჟის, დასჯის მცდელობები კვლავ აქტიური იქნება. გასაკვირიც არის, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კომუნიკაცია და ურთიერთობები ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო ყველა ქვეყანასთან და სიჩუმეა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის იდეოლოგია სრულ თანხვედრაშია, მათ შორის ლგბტ კამპანიის თავს მოხვეულ ფსევდოლიბერალურ დოქტრინებთან დაკავშირებით, ამავდროულად, იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც USAID-ს ეხება. როდესაც განცხადებები გაკეთებულია, რომ USAID უნდა დაიხუროს, USAID-თან დაკავშირებით პირველმა „ქართული ოცნების“ წევრებმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავიწყეთ განცხადებების გაკეთება. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, რაც კონკრეტულ ნაბიჯებზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთთანასწორობის პრინციპზე იქნება დამყარებული. ჩვენთვის მთავარია ის, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია. ქართველი ხალხის ინტერესებშია მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები, რაც, სამწუხაროდ, შეჩერებულია. ურთიერთობების გადახედვა, საბოლოო ჯამში, კარგია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკაში ჩვენ კუთხით წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.