დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ვეღარ ეჭიდებიან, ამიტომ ამ ტყუილებით ცდილობენ ადამიანების მცირე რაოდენობა გამოკვებონ

დავით მათიკაშვილი

ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ საზოგადოების იმ ნაწილის მოტყუებას, რომელიც ჯერ კიდევ სამწუხაროდ უსმენს ამ ადამიანებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“. ამ კომენტარით უმრავლესობის დეპუტატმა უპასუხა წამყვანის კითხვას, რომელიც ეხებოდა ოპოზიციის კომენტარებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლება შანხაის სამიტზე არ მიიწვია.

მათიკაშვილის განმარტებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა აღნიშნული სამიტის მიზნებსა და ამოცანებს არ ესადაგება.

„შანხაის პარტნიორობის ეს ფორუმი როგორ შეიძლება იყოს საქართველოსთვის ღია, როდესაც საქართველო არც წევრ ქვეყანას და არც დამკვირვებელს არ წარმოადგენს და მეორე - საქართველოს აქვს აბსოლუტურად ცალსახა ხაზგასმითი პროდასავლური ორიენტაცია საგარეო კუთხით; ევროსტრუქტურებში და ევრაზიულ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს კონსტიტუციის პირდაპირი ჩანაწერი და სახელმწიფოს რეალური ქმედებები და ნაბიჯები და ახლა ამ ყველაფრის ფონზე, როგორ უნდა მიეწვიათ საქართველო ამ ფორუმზე? მსგავს ფორუმებზე არ იწვევენ უცხო, მესამე ქვეყნებს, მით უმეტეს რომ საგარეო პოლიტიკაც არ ესადაგება ამ ფორუმის მიზნებს, ამოცანებს. ეს მტკიცებულებაა იმის, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ვეღარ ეჭიდებიან და დგანან და ამ ტყუილებით ცდილობენ ადამიანების მცირე რაოდენობა გამოკვებონ, რომელიც ჯერ კიდევ სამწუხაროდ არიან იმ ტელევიზიების მსმენელი, სადაც ეს ფრაზები ჟღერდება და ამ იმ პოლიტიკოსების მხარდამჭერები, რომლებიც ამ სისულელეებს ამბობენ“, - აცხადებს მათიკაშვილი.