დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკალათბურთო მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო გიორგი შერმადინის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას აფასებს. გორდულაძის განცხადებით, ეს გარედან წახალისებული ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკის გამოვლინებაა.
„ის არის ეტალონი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, ქართველი და როგორ უნდა გაიტანოს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე.
ეს ადამიანი კარიერას ამთავრებს, აკეთებს განცხადებას და ამას შემდეგ მოაყოლებ იმ სულმდაბალ საქციელს, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მათ შორის სოციალურ ქსელების მეშვეობით, ზუსტად ეს არის გარედან მართული, დაფინანსებული და წახალისებული ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში გახლეჩილობის და ადამიანებს შორის ქიშპის ჩამოსაგდებად“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.