დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე ევრობიუროკრატიის, ასევე საქართველოში გერმანიის ელჩის პოზიციას აფასებს. გორდულაძის თქმით, ევრობიუროკრატები აშშ-ს ვერაფერს უბედავენ.
„ევრობიუროკრატიას წარმოდგენა აქვს საქართველოზე, თითქოს, დაბალი ღობე ვართ და ჩვენს მიმართ შეუძლიათ, ყველანაირი განცხადება გააკეთონ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ძლიერ ქვეყანას - ძლიერი ეკონომიკით და ძლიერი სამხედრო პოტენციალით, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მას ვერაფერს უბედავენ. იგივე შეიძლება, ითქვას ჩვენს ქვეყანაში ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებზე და სხვადასხვა ე.წ. ელჩზე. ვხედავთ, რომ მათთვის განცხადების გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ, როდესაც თავიანთი პატრონები დავალებას მისცემენ, ხოლო როდესაც ლეგიტიმური კითხვები ისმის, შემდეგ გადადიან დემაგოგიაზე და კადრულობენ იმასაც, რომ თავისუფალ მედიას უწოდებენ პროპაგანდისტებს”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის და ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების შეფასება „ქრონიკამ“ გერმანიის ელჩს სთხოვა, რაზეც თავდასხმა მიიღო.
„ეს ამერიკის სტრატეგიაა. მე რატომ მეკითხებით? მე აქ არ ვართ იმისთვის, რომ ქართული პროპაგანდისთვის კონტენტი მოგაწოდოთ", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.