თბილისში, ბინის გაქურდვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს - 46 წლის კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
1754029980
ოპოზიციაში დაპირისპირების და უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაა. ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსა და სტატუსებში დაწერა, რომ 4 ოქტომბერი ბუნებრივი "დედლაინია" და უნდა იყოს მძლავრი და ორგანიზებული პროტესტი. ხაბეიშვილმა ახსენა სიტყვა დამხობაც.
მისი პარტიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ რევოლუციის თარიღი წინასწარ არ ანონსდება და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა უპასუხისმგებლო და გაუმართლებელი ქმედებაა.
ხაბეიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ელენე ხოშტარიაც. "ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი", - წერს ხოშტარია.
პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, არასდროს, არც ერთ მათ წევრს, არც თინა ბოკუჩავას და არც ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამს, რომ აქცია გინდა თუ არა 4 ოქტომბერს მოხდება.
"მშვიდობიანი მოქმედება, გნებავთ ამას რევოლუცია დაარქვი, არაძალადობრივი მოქმედება აბსოლუტურად საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებშია და ეს არის ხალხის უფლება. ხოლო, რაც შეეხება იმას, როდის მოხდება ესა თუ ის აქცია, როდის გამოვა ხალხი გარეთ, ეს ჩვენ არ ვიცით. შეიძლება ეს იყოს 4 ოქტომბრამდე, შეიძლება ეს იყოს 4 ოქტომბერს, შეიძლება იყოს იმის შემდეგ. არასდროს, არც ერთ ჩვენს წევრს, არც თინა ბოკუჩავას, არც ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამს, რომ ეს გინდა თუ არა 4 ოქტომბერს მოხდება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.