რას აცხადებენ შსს-ში ნიკა მელიას დაკავებაზე
1748543223
გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი ბაჩიაშვილის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს სპეცსამსახურების და სამართალდამცავი უწყებების მაღალ დონეზე მუშაობას. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში, სადაც ხვალ ბაჩიაშვილის პროცესს და დაკავების შემდეგ მის პირველ განცხადებას ელოდებიან.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ყველა სახელმწიფო უწყება, იმის მაგივრად, რომ ემსახურებოდეს ხალხს, ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს.
"არ ვიცი, როგორ მოხდა მისი დაკავება, თუმცა ვიცი, რა ჩაიდინა სისტემამ იმისთვის, რომ კონკრეტული მოქალაქის დისკომფორტის თემა ყოფილიყო აღმოფხვრილი. მე დავინახე, რომ სისტემა არის ყველაფერზე წამსვლელი. დღესდღეობით, საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება, იმის მაგივრად, რომ ემსახურებოდეს ხალხს და ასრულებდეს საკუთარ ფუნდამენტურ ფუნქციას, ემსახურება ერთ ადამიანს", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
რას აცხადებენ შსს-ში ნიკა მელიას დაკავებაზე
1748543223