„არ ვიცი რას აპროტესტებენ“ - საერთაშორისო დამკვირვებელი ჯეიკ ჰოფმანი ოპოზიციაზე

დამკვირვებელი ჯეიკ ჰოფმანი

ამერიკელი საერთაშორისო დამკვირვებელი ჯეიკ ჰოფმანი დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ მისთვის გაუგებარია, რას აპროტესტებს ოპოზიცია.

„როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი დღევანდელ არჩევნებზე, არ ვიცი რას აპროტესტებენ. ყველაფერი შეესაბამებოდა ნებისმიერ ეროვნულ არჩევნებს“, - წერს ჰოფმანი იმ ვიდეოს კომენტარებში, რომელზეც პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენებია ასახული.