LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
რეალურად, ომი მიმდინარეობს უკრაინაში, ანუ ევროპის ტერიტორიაზე, შესაბამისად, ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაში უნდა მონაწილეობდნენ ევროპელები და უკრაინელები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ შვეიცარიაში მოლაპარაკებები დასრულდება უკრაინის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს შვეიცარიაში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ზოგადად ისტორიული კანონზომიერების და სამართლიანობის, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება. იმედია, მოლაპრაკებები დასრულდება ისე, რომ მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული უკრაინის ეროვნული ინტერესები, რადგან ეს გულისხმობს მთელი ევროპის ინტერესს, ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, და თვალყურს ვადევნებთ ამ მოლაპარაკებებს შვეიცარიაში. დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინის ეს თავდადებული ბრძოლა აგრესორის, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და დღემდე კლავს ბავშვებს, უკრაინელების ეს მართალი ბრძოლა, დასრულდება უკრაინის გამარჯვებით, ევროპული ცივილიზაციის გამარჯვებით.
28-პუნქტიან გეგმას რაც შეეხება, მხარეები ჯერ კიდევ ჯერდებიან და შეაქვთ ცვლილებები. ვიცით, რა არის უკრაინელების პოზიცია, ვიცით ევროპელების პოზიცია, ვიცით ამერიკელების პოზიცია და ვიცით ისიც, რა არის რუსეთის სურვილი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გადალახავს ამ რთულ პერიოდს, რაც მას რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ აქვს ქვეყანაში, რომელიც მას არ შეუქმნია, რუსეთმა დაიწყო ომი. უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესს, აუცილებლად დაიცავს თავისუფლებას, ერთიანობას და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მას ევროპელების და ამერიკელების მხარდაჭერა ამასთან დაკვაშირებით ექნება“,- განაცხადა წითლიძემ.