ანდრია გვიდიანი: აბსოლუტურად გაუგებარია ეს ნაბიჯი. რა გამოდის, იმ დროს, როცა მისი ქვეყანა ომის ცეცხლშია გახვეული იცლის იმისთვის, რომ პრესკონფერენცია მოიწვიოს და საქართველოსთან დიპლომატიური სკანდალი წამოიწყოს?

გვიდიანი

,,მოლდოვიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, არცერთი მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან, რომელიც სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისგან თავს იკავებს, არ იწვევს ელჩს და საქართველოდან იწვევს?’’ - წერს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ზელენსკი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე.

როგორც ანდრია გვიდიანი აღნიშნავს, იმ ფონზე, როცა მთელი ქართული საზოგადოება კონსოლიდირებულია უკრაინელი ხალხის ირგვლივ. იმ ფონზე, როცა საქართველოში უკიდურესად დაძაბული ემოციური ფონია და მსგავსმა ნაბიჯებმა, შესაძლოა საზოგადოებრივი მღელვარება და ახალი დაძაბულობის კერის შექმნა გამოიწვიოს, არაადეკვატურთან ერთად, წმინდა წყლის პროვოკაციული ქმედებაა.

,,აბსოლუტურად გაუგებარია ეს ნაბიჯი. რა გამოდის, იმ დროს, როცა მისი ქვეყანა ომის ცეცხლშია გახვეული იცლის იმისთვის, რომ პრესკონფერენცია მოიწვიოს და საქართველოსთან დიპლომატიური სკანდალი წამოიწყოს? მოლდოვიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, არცერთი მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან, რომელიც სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისგან თავს იკავებს, არ იწვევს ელჩს და საქართველოდან იწვევს? მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მთელი ქართული საზოგადოება კონსოლიდირებულია უკრაინელი ხალხის ირგვლივ. იმ ფონზე, როცა საქართველოში უკიდურესად დაძაბული ემოციური ფონია და მსგავსმა ნაბიჯებმა, შესაძლოა საზოგადოებრივი მღელვარება და ახალი დაძაბულობის კერის შექმნა გამოიწვიოს, არაადეკვატურთან ერთად, წმინდა წყლის პროვოკაციული ქმედებაა.’’ - წერს ანდრია გვიდიანი facebook - ზე.