1785596475
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბრძოლა ან პოლიტსაბჭოს სხდომა, ბევრ რამეზე მეტყველებს - თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა პირველად ვნახე
ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ანა წითლიძე პარტიის მოქმედ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით წერს.
როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, პოლიტიკოსს წასვლა ღირსეულად უნდა შეეძლოს.
„ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე.
როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის კვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
სამწუხაროა. ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ. თორემ ესეც შეგვიძლია. ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოსს წასვლაც“, - წერს ანა წითლიძე.
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომა 30 ივლისს ჩატარდა, მას არ ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ბოკუჩავას თქმით, ის ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ იმყოფება. დღეს ტვ პირველის ეთერში მან განაცხადა, რომ სხდომა არ იყო უფლებამოსილი











