ამინდი გაუარესდება... - უახლოესი დღეების პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
1772718192
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, თუ ხიდაშელს რაიმე ინფორმაცია ჰქონდა, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უნდა მიემართა.
„ასეთ სიტუაციაში, როცა დაძაბულია რეგიონში ვითარება და ვხედავთ პროვოკაციულ ქმედებებს ჩვენს სამეზობლოში, არათუ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოზომოს პოსტებიც, კომენტარებიც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უპასუხისმგებლო არის“, - მიიჩნევს სალუქვაძე.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ კონფლიქტის დროს.