ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელშია - რა საკითხებს განიხილავენ რუბიო და ნეთანიაჰუ

ხჰსჰ

 ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელშია. მედია, წერს, რომ რუბიოსა და ნეთანიაჰუს შეხვედრებზე განიხილება ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, ცეცხლის შეწყვეტისა და "ჰამასთან" მოლაპარაკების პერსპექტივები.

კიდევ ერთი თემა ყატარში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმაა.

პარალელურად, "ცაჰალი" ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს - იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 53 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქი უკვე დატოვა 300 ათასზე მეტმა ადამიანმა, ისრაელელი სამხედროები ქალაქის აღებისთვის ემზადებიან.