ამბობენ, რომ იმ 30 მილიონით, რომელიც უნდა გამოეყოთ თავდაცვისუნარიანობისთვის, შეიძენენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ სამთავრობო სექტორს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ეს ხომ ორმაგი სტანდარტია, როდესაც დღეს დაგვაყვედრეს ის, რაც დაგვეხმარნენ და ამავდროულად იმ 30 მილიონით, რომელიც უნდა გამოეყოთ თავდაცვისუნარიანობისთვის, ამბობენ, რომ იარაღის ნაცვლად შეიძენენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ სამთავრობო სექტორს, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა პარტნიორებისგან საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების გაყინვა.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ამ გადაწყვეტილებებს უსამართლოს და შეურაცხმყოფელს ეძახის.

„ეს არის არამარტო უსამართლო, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროსთვის 100 მილიონის გამოყოფას, ეს დინამიკური პროცესია. ამიტომაც აქვს ნატოს ხელმძღვანელობას არაერთხელ ნათქვამი, რომ საქართველო არის თავსებადი ნატოს სტანდარტებთან, იმიტომ რომ თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეზრდება ბიუჯეტი და ეს ყველაფერი იხარჯება ჩვენი ჯარისკაცებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

ევროკავშირის ფონდიდან თავდაცვის სფეროსთვის თანხის გაყინვა, გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან ურთიერთობის ცვლილება, ღირსეული პარტნიორი 2024 ის გადადება - ასე შეიძლება შეჯამდეს მოკლედ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ბოლო პერიოდში დასავლეთის პოლიტიკა.