ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
1763553219
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ქვეყანაში 3 მილიონ 100 000-ზე მეტი ავტომობილია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობას ზრდის.
მისი თქმით, ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 1 972 692 ავტომობილია რეგისტრირებული.
„ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 1 972 692 ავტომობილია რეგისტრირებული. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან შემოსულ ავტომობილებს, მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში 1 151 943 ავტომობილი შემოიყვანეს. ჯამში, ქვეყანაში 3 მილიონ 100 000-ზე მეტი ავტომობილის მობილობა გვაქვს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობას ზრდის“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.