ზურაბ ქადაგიძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

ზურაბ ქადაგიძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ ქადაგიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას კომიტეტის ხუთმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ერთი წევრი წინააღმდეგი იყო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზურაბ ქადაგიძის კანდიდატურა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალმა საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ წარადგინა.

„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ზურაბ ქადაგიძეს საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.