თურქული მედიის თანახმად, სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთის გაშიფვრა დაიწყო

სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთის გაშიფვრა დაიწყო

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთის გაშიფვრა დაიწყო. თურქული მედიის თანახმად, ინციდენტის ზუსტი მიზეზი სავარაუდოდ თვითმფრინავის ნამსხვრევების შემოწმების დასრულებისა და შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ გაირკვევა.

მედია წერს, რომ თვითმფრინავის ნაწილები სატვირთო ავტომობილებში ჩაიტვირთა და თურქეთში გაიტანეს. ნამსხვრევებს შეისწავლიან კაისერში, მე-2 საჰაერო ტექნიკური მომსახურების ქარხნის დირექტორატში, რომელიც ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქარხნების გენერალურ დირექტორატს ეკუთვნის.

თურქული მედიის თანახმად, ავარიის საგამოძიებო ჯგუფი ადგილზე გამოძიებას მიმდინარე კვირის ბოლომდე გააგრძელებს.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, კატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.