1769284719
ალექსანდრე დარახველიძე: დღეს გაეროში იმართება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა საქართველოსთან დაკავშირებით, ჟენევაში უკვე იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები არიან
დღეს გაეროში იმართება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა საქართველოსთან დაკავშირებით, ჟენევაში უკვე იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ განხილვაში 110 სახელმწიფო გეგმავს მონაწილეობის მიღებას.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია 110 სახელმწიფო გეგმავს დღევანდელ განხილვაში მონაწილეობას. ჩვენ მზად ვართ თითოეულ მათ შეკითხვას და რეკომენდაციას გავცეთ ამომწურავი და დეტალური პასუხები. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის ფორმატში დიალოგს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართება გაეროში. ეროვნული ანგარიში საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მომზადდა. მასში ჩართული იყო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. განხილვა რამდენიმე საათში დაიწყება.










