ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც შესაძლოა, სექტემბერში წარმოუდგენლად გაუმართლოს
1756907940
გახარიამ მიიღო პრაქტიკული და პრაგმატული, სწორი გადაწყვეტილება. მას მრავალწლიანი ციხე ელოდა აქ და ციხეში კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი ბევრი ვერაფერი სარგებლის მომტანი იქნებოდა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, გახარიას გუნდი სრულად არის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული.
„გახარიას გუნდი სრულად არის აქ, სრული შემადგენლობით, სრულად არის წინასაარჩევნო პროცესში, კამპანიაში ჩართული. შესაბამისად, არაუშავს, ნორმალურია ამ ვითარების შესაბამისად“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილმა შესაბამისი კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ გიორგი გახარია საქართველოში „ადრე თუ გვიან დაბრუნდება“.