აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილი წინა სასამართლო სხდომის მოლოდინშია.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის შეფასებით, ელისაშვილის საქმის გადაკვალიფიცირება ტერორიზმის მუხლით, პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.
"ეს არანაირად არ არის სამართალი, რადგან თვითონ მათივე ექსპერტიზა ამბობს, რომ კადრები, რომლებიც გავრცელდა და წინა კადრებიც, არ არის საკმარისი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის. საქმე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობა და ალეკო ელისაშვილი ამაზე ღიად საუბრობდა, ახლა თურმე ტერორიზმი ყოფილა. ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
საგამოძიებო უწყება "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდს ედავება. საუბარია 2025 წლის 4 მაისს ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, არქივის შენობაში შეღწევის მცდელობაზე, რა დროსაც პოლიტიკოსმა არქივის ოთახში ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება შეაგდო, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.
ალეკო ელისაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.