როდის დაიწყება სწავლა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში
1785771338
"ნაციონალური მოძრაობა" პასუხს არ სცემს კითხვას თუ რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტირუსული განწყობები "ნაციონალურ მოძრაობასა" და მათ მხარდამჭერებში, ლოგიკურად არა 2022 წელს, არამედ 2008 წლის ომის შემდეგ უნდა გაჩენილიყო.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს განმარტავს.
"აგვისტოს ომის შემდგომ, რუსეთის აგრესიის შემდგომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ ვიყავით განწყობილები აგრესიულად რუსეთის მიმართ. მათ შორის, ამას ხელი შეუწყვეს, რა თქმა უნდა, ევროპაში ძალებმა, რომლებიც იყვნენ არაადეკვატურად განწყობილები რუსეთის მიმართ და მიაჩნდათ, თითქოს რუსეთს რაღაც ინტერესები აქვს, რომელიც არის ლეგიტიმური ჩვენ რეგიონში. ის ხელისუფლება იძულებული იყო ისეთი ნაბიჯები გადაედგა კულტურული და ტურისტული მიმართულებით მათ შორის, რომ ეჩვენებინა, რომ ისინი არ არიან ქსენოფობიურად და აგრესიულად განწყობილები", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.