მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად გიორგი ძაძამია დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ბექა ღვაჩლიანი შეცვალა.
"ახლად დანიშნული მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.
მთავრობის თავმჯდომარემ მის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და ახალი მინისტრის პირობებში განათლების მიმართულების გაძლიერებასა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა. ასევე გაწეული საქმიანობისთვის ბექა ღვაჩლიანს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
გიორგი ძაძამია 1989 წლის 25 აგვისტოს სოხუმში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, ასევე პოლიტიკის თეორიების სამაგისტრო პროგრამა.
მას საჯარო სექტორში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვს. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. მინისტრად დანიშვნამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი", - აღნიშნულია აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.